რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    სექტემბერი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]
23 ივლ 18:44 /

ოლდ ტრაფორდზე ორ ვარსკვლავს ელიან



ოლდ ტრაფორდზე ორ ვარსკვლავს ელიან

გამოცემა გარდიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა იტალიიდან ორი ფეხბურთელის გადაბირება გადაწყვიტა. საუბარია მილანის ინტერის ხორვატ შემტევ ივან პერიშიჩსა და იუვენტუსის არგენტინელ ფორვარდ პაულო დიბალაზე.

„აგენტმა მამცნო, რომ პრემიერლიგის გრანდს სურს ჩემი გადაბირება, მაგრამ მეტს ვერაფერს ვიტყვი“, - ივან პერიშიჩი გარდიანთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

ანტონიო კონტეს ინტერში მისვლის შემდეგ ვარაუდობენ, რომ შემადგენლობა გადახალისდება და შავ-ლურჯებს ბევრი დატოვებს. დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა იუვენტუსშიც, სადაც მაურიციო სარი ჯერ კიდევ ფიქრობს ბირთვზე - აზიურ ტურნეში თითქმის ყველა იახლა და მათ შორის დიბალაც, რომელსაც იუნაიტედს ჯერ კიდევ იანვარში უკავშირებდნენ.

პერიშიჩის და დიბალას შესაძენად ოლდტრაფორდელებს გვარიანი თანხა დასჭირდებათ, თუმცა გარდიანი წერს, რომ იუნაიტედი სატრანსფერო ფულს პოლ პოგბას გასხვისებით გამოიმუშავებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონს სულ უფრო ხშირად უკავშირებენ მადრიდის რეალს. ითქვა ფასზეც - 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი.шаблоны для dle 11.2



რეკლამა
ვიდეოები