რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    სექტემბერი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]
26 ივლ 11:43 /

"მათ გუნდში ფერმერები თამაშობენ" - რას წერენ შოტლანდიელები "ჩიხურას" ფეხბურთელების შესახებ



მოგეხსენებათ, რომ უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში “ჩიხურამ” “დინამო არენაზე” შოტლანდიური “აბერდინი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. სოციალურ ქსელ Twitter-ში “აბერდინის” ოფიციალურ გვერდზე ამ გუნდის ფანები საკუთარი გუნდის თამაშს აფასებენ.

“ეს შედეგი სტუმრად ჩატარებულ მატჩში მისაღებია.”

“იმედი მაქვს, ქართული მასპინძლობით, დიდებული საჭმელებით, ღვინით ისიამოვნეთ. ეს ხალხი ერთ-ერთი გამორჩეულია, ვისაც შევხვედრილვარ.”

“ყოჩაღ “აბერდინს”. სტუმრად გოლის გატანა კარგია. მოდი, მომდევნო კვირაში საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.”

“ჩემი აზრით, დღეს მეტოქე უნდა დაგვემარცხებინა! ჩვენ მათზე უკეთესები ვართ! ახლა კი ხუთშაბათს, სეზონის დაწყებამდე სამი დღით ადრე, “ჰართსთან” გასამართ შეხვედრამდე, რთული მატჩი გველის! შეგვეძლო ისე მოგვეგო, რომ მომდევნო მატჩში ძალები დაგვეზოგა.”

“ეს, შეიძლება, დადებით შედეგად ჩავთვალოთ იმ ძალიან ცუდი გუნდის წინააღმდეგ თამაშის შემდეგ, რომელიც ფერმერებით და რძის გამყიდველებით არის დაკოპლექტებული. წარმოიდგინეთ, რას გვიზამს “რიეკა”. ანგარიშის დასათვლელათ კალკულატორი დაგვჭირდება.”шаблоны для dle 11.2



რეკლამა
ვიდეოები