რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    სექტემბერი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]
27 ივლ 18:03 /

ბასილაშვილმა ზვერევი თავის სამშობლოში დაამარცხა



 ბასილაშვილმა ზვერევი თავის სამშობლოში დაამარცხა

27 ივლისს ჰამბურგის ღია პირველობის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა შედგა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ალექსანდერ ზვერევს შორის. ქართველი ჩოგბურთელი ჩემპიონის სტატუსის დასაცავად იყო გასული, ზვერევი კი თავის მშობლიურ ქალაქში ასპარეზობდა.

ნიკოლოზმა პირველი სეტი 6:4 მოიგო და ძალიან ახლოს იყო მეორე სეტის მოგებასთანაც, თუმცა გერმანელმა ჩოგბურთელმა ყველაფერი თავის სასიკეთოდ შემოატრიალა და მსგავსი ანგარიშით მოიგო – 4:6.

მეორე სეტში ნიკა ბასილაშვილს რამდენჯერმა არ გაუმართლა, რამაც მასზე ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა. მეტოქესთან შედარებით დაღლაც უფრო მეტად ეტყობოდა. თუმცა ამ უკანასკნელმა მაინც შეძლო და თამაში ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ანგარიში 3:5-დან 7:5 გახადა და ზედიზედ მეორედ გავიდა ჰამბურგის ღია პირველობის ფინალში.

ჰამბურგის ღია პირველობის ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რუს რუბლევსა და ესპანელ კარენო-ბუსტას შორის გამარჯვებული იქნება.шаблоны для dle 11.2



რეკლამა
ვიდეოები