რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    სექტემბერი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]
28 ივლ 15:44 /

ბასილაშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირი მოიგო



28 ივლისს გერმანიაში ჰამბურგის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა ნიკა ბასილაშვილსა და ალექსეი რუბლევს შორის. ნახევარფინალში მსოფლიოს მეხუთე ჩოგნის, ალექსანდრე ზვერევის, დამარცხების შემდეგ ნიკა ფინალის ფავორიტად მიიჩნეოდა.

საბედნიეროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მართალია დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა რუსი მეტოქე სამ სეტში 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.

ასე რომ, ნიკა ბასილაშვილი რიგით მეოთხე ჩოგბურთელი გახდა ედი დიბსის (1973-34), ანდრეი მედვედევისა (1994-95) და როჯერ ფედერერის (2004-05) შემდეგ, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჰამბურგის ღია პირველობა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ღია პირველობის მოგებისთვის პრიზის სახით 354 845 ევროს მიიღებს.


шаблоны для dle 11.2



რეკლამა
ვიდეოები