რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    სექტემბერი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]
31 ივლ 11:49 /

ინტერი კავანის ეპატიჟება



ინტერის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ძალიან სურს, რომ გუნდში რომელუ ლუკაკუ დაიმატოს, მაგრამ ჯერჯერობით ამ ტრანსფერის დასრულება რთული ჩანს. სწორედ ამიტომ, ინტერმა სხვა ვარიანტზე მუშაობაც დაიწყო. ნერაძურიმ პარი სენ ჟერმენის შემტევს ედინსონ კავანის იტალიაში დაბრუნება შესთავაზა.

ინტერი კავანის 3 წელიწადში 27 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კავანის ჩინურ ძიანსუ სუნინში გადასვლას სთავაზობენ, სადაც ფეხბურთელი დამატებით რამდენიმე მილიონს იშოვის.

იტალიურმა გუნდმა კავანის შეთავაზება უკვე გაუგზავნა და ურუგვაელის პასუხს ელიან, რის შემდეგაც პარი სენ ჟერმენთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ. კავანი იტალიაში 2007 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა, რა დროშიც 2 კლუბის, პალერმოსა და ნაპოლის ღირსებას იცავდა.шаблоны для dle 11.2



რეკლამა
ვიდეოები