Все про беременность, роды
и воспитание малыша
» » როგორც იქნა: გურამ თუშიშვილმა ორქო მოიგო!

როგორც იქნა: გურამ თუშიშვილმა ორქო მოიგო!

29-09-2018, 21:03
416
0
გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გურამ თუშიშვილი (+100) აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს უშანგი კოკაურის დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე იპონით დაამარცხა.
გურამ თუშიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 23 წლის ძიუდოისტისთვის ეს კარიერაში პირველი ოქროა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ტურნირის ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდა. აქამდე ძიუდოისტები ერთმანეთს ერთხელ, პარიზის გრანდსლემის ფინალში შეხვდნენ, რომელიც მონღოლის გამარჯვებით დასრულდა.
დაპირისპირება დაწყებიდან სამ წუთში, გურამ თუშიშვილის შესანიშნავი იპონით დასრულდა.
გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე სამი ბრძოლა მოიგო. დღის პირველ შეხვედრაში მან რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში კი უკრაინელ იაკივ ხამოს აჯობა. დრამატული გამოვიდა მეოთხედფინალი, რომელშიც გურამი ჰოლანდიელ როი მაიერს შეხვდა. თუშიშვილმა ორთაბრძოლა დამატებით დროში შესრულებული გდებით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.
ამ გამარჯვებით თუშიშვილმა საქართველოს მესამე მედალი, თუმცა ყველაზე მაღალი სინჯის მოუტანა. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედალი 25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანმა (100) მოიპოვა, ხოლო ტურნირის სტარტზე ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი აიღო.
27 სექტემბერს გუნდური პირველობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, რადგან ქალებში წარმომადგენელი არ გვყავს.шаблоны для dle 11.2
Читайте также
როგორ შეიცვალა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტთა სამეული - ?
როგორ შეიცვალა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტთა სამეული - ?
მოგეხსენებათ, რომ "უეფასა" და "ფიფას" ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ლუკა მოდრიჩმა მიიღო. რაც შეეხება ოქროს ბურთს, ბუკმეიკერები ფსონების
რა თანხით დააჯილდოვებენ ალიევი და აზერბაიჯანელები უშანგი კოკაურს ?
რა თანხით დააჯილდოვებენ ალიევი და აზერბაიჯანელები უშანგი კოკაურს ?
რა თანხით დააჯილდოვებენ ალიევი და აზერბაიჯანელები უშანგი კოკაურს ?..
ვინ არის 17 წლის ქართველი, რომელიც მადრიდის ატლეტიკოში ჩაირიცხა
ვინ არის 17 წლის ქართველი, რომელიც მადრიდის ატლეტიკოში ჩაირიცხა
"საბურთალოს" 17 წლის თავდამსხმელი ლადო ჩიხრაძე მადრიდის "ატლეტიკოს" 18-წლამდელთა გუნდს შეუერთდა, სადაც ერთი წლის განმავლობაში იასპარეზებს.
Добавить
Комментарии (0)
Прокомментировать
კოდის განახლება